
ღორის ხორცის რულეტი — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ღორის კისერი გარეცხეთ, გააშრეთ ხელსახოცით და გაჭერით სიბრტყეზე ისე, რომ მიიღოთ ერთი მთლიანი ფენა. ხორცი ოდნავ დაბეგვეთ ცალი მხრიდან და წაუსვით მდოგვი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ნებისმიერი მშრალი სანელებელი გემოვნებით. ოხრახუში წვრილად დაჭერით და მოალაგეთ ხორცზე. ნიორის რამოდენიმე კბილი გაფცქვენით, თხელ რგოლებად დაჭერით და ისიც გადაანაწილეთ ღორის ხორცზე. გადაახვიეთ ხორცი რულეტად და შეკარით კულინარიული ძაფით.
მოათავსეთ რულეტი საცხობ სახელოში ან პარკში და გამოაცხვეთ წინასწარ 185-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60-70 წუთის განმავლობაში. ხორცის მახვილი დანით ჩხვლეტისას მისგან უნდა გადმოდიოდეს გამჭვირვალე წვენი. მზა რულეტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ მოაშორეთ ძაფები, დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!