გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / გამომცხვარი კარტოფილი
გამომცხვარი კარტოფილი
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

გამომცხვარი კარტოფილი — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო გამომცხვარი კარტოფილი არის უგემრიელესი, ნოყიერი და მარტივი კერძი. მასში არ გამოიყენება ცხოველური პროდუქტები
90
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
252
კალორია
7
ცილა
9
ცხიმი
36
ნახ.
სულ 4 პორცია — 1008 კალორია · 28 ცილა · 36 ცხიმი · 144 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
კარტოფილი6 ცალი
ხახვი3 ცალი
ნიორი3 კბილი
სოკო გამხმარი50 გრამი
მზესუმზირის ზეთი30 გრამი
მუსკატის კაკალი (ჯავზი) დაფქული10 გრამი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

გააცხელეთ ღუმელი 170°C-მდე. მოამზადეთ არომატული ზეთი სამარხვო კარტოფილისთვის. ნიორი დაჭყლიტეთ, ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით 120 მლ მცენარეული ზეთი, დაუმატეთ ნიორი და მუსკატის კაკალი (ჯავზი) დაფქული, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2

კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭერით ძალიან თხელი სისქის რგოლებად. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით კარტოფილის სისქის რგოლებად. გამხმარი ტყის სოკო ჩაყარეთ სუფთა ყავის საფქვავში ან სანაყში და დააქუცმაცეთ ფხვნილად. ასევე შესაძლებელია ბლენდერში დაქუცმაცებაც. ყურადღება მიაქციეთ: სოკო უნდა იყოს დაფქული მაქსიმალურად წვრილად.

3

ნივრიანი ზეთით შეზეთეთ საცხობი ფორმა. დაალაგეთ კარტოფილის რგოლების ფენა ოდნავ გადაფარებით, მოაყარეთ ხახვი, სოკოს ფხვნილი, მარილი და პილპილი, მოასხურეთ ნივრიანი ზეთი. ამგვარად დაალაგეთ ყველა ფენა. ბოლო ფენა უნდა იყოს კარტოფილი, მოყრილი სოკოს ფხვნილით.

4

ფრთხილად, გვერდიდან ჩაასხით 2 ჭიქა სასმელი წყალი ისე, რომ ფენები არ დაირღვეს. შედგით კარტოფილი ღუმელში. გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში ისე, რომ კარტოფილი დაიბრაწოს. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!