
ძროხის სუკის რულეტი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
აიღეთ ძროხის სუკი, გარეცხეთ, შეამშრალეთ და გაჭერით მთელ სიგრძეზე ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ ხორცი. გადაშალეთ წიგნივით და კარგად დაბეგვეთ, ისე რომ მიიღოთ ერთი მთლიანი ხორცის ფირფიტა. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე და მოამზადეთ შიგთავსი.
ხახვი წვრილად დაწერით და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, დაამატეთ მარილი, პილპილი, 2 მწიკვი ფქვილი, ოდნავ მოშუშეთ და შემდეგ დაამატეთ დანაყილი ნიორი. დაასხით რძე და ადუღეთ შესქელებამდე, თან მუდმივად ურიეთ. გამორთეთ ცეცხლი. წვრილად გახეხეთ მოცარელა, ასევე წვრილად დაჭერით კამა, ყველაფერი დაუმატეთ შესქელებულ რძიან მასას და აურიეთ.
ღუმელი გაახურეთ 205°-მდე. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, თანაბრად წაუსვით შიგთავსს, დაახვიეთ რულეტად და შეკარით კულინარიული ძაფით. გაადნეთ კარაქი, აურიეთ დანაყილი ნიორი, კარგად წაუსვით რულეტს და შედგით გამოსაცხობად ღუმელში ნახევარი საათით 205°-ზე. ამის სემდეგ გამოიღეთ რულეტი, წაუსვით მდოგვი, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და ისევ შედგით ღუმელში კიდევ 10-15 წუთით, სანამ არ დაიბრაწება. რულეტი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!