
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ბადრიჯნები შუაში სიგრძეზე გაჭერით, მსუბუქად მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ სიმწარის მოსაცილებლად. ბულგარული წიწაკაც გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ ყუნწი და თესლები. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა.,მწვანილი, ნიორი და წიწაკა წვრილად დაკეპეთ და ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს. პომიდორს კანი შეგიძლიათ გააცალოთ და ოთხ-ოთხ ნაწილად დაჭრათ.
ტრადიციულად კერძი მზადდება თიხის ქოთნებში, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი დიდი სქელძირიანი ქვაბიც. ჭურჭლის ძირში მჭიდროდ დააწყვეთ ხორცის ნაჭრები, მოალაგეთ ზემოდან დაჭრილი ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი და მოაყარეთ მწვანილის, ხახვის, ნიორისა და წიწაკის ნაზავი. მოაყარეთ მარილი...ასე გაიმეორეთ შემდგომი ფენაც ისე რომ ბოლოს ზემოდან მოაყაროთ მწვანილის ნაზავი და მარილი. წყლის ან ბულიონის დამატება საჭირო არ არის – კერძი სრულად საკუთარ წვენში უნდა მომზადდეს.
ქოთანს ან ქვაბს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური (ან ფოლგა) და მოათავსეთ 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და ამზადეთ დაახლოებით 2 საათი. ამის შემდეგ კერძი მზად არის. მიირთვით ცხელი, შოთის პურთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!