
ბოცვერი ბრინჯით — რეცეპტი
ინგრედიენტები
5 პორციამომზადება
ბოცვერი დაჭერით ულუფებად, წაუსვით მარილი და ცოტაოდენი დაფქული შავი პილპილი. ტაფაში გაახურეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ როზმარინის ფოთლები და დანით დაჭყლეტილი ნივრის კბილი. დაბალ ცეცხლზე ოდნავ შეწვით ნიორი და როზმარინი. თვალი ადევნეთ, რომ ნიორი არ დაიწვას — ის ოდნავ ოქროსფერი უნდა დარჩეს, შემდეგ ამოიღეთ ზეთიდან ნიორი და როზმარინი და ტაფაში დარჩენილ არომატულ ზეთში, შეწვით ბოცვერი ორივე მხრიდან, მკვეთრ ოქროსფერ ქერქამდე, მაღალ ცეცხლზე. შემწვარი ბოცვერი ტაფიდან გადაიტანეთ თეფშზე და დააფარეთ ფოლგა (ასე დატოვეთ).
ტაფაში დარჩენილ ზეთში შეწვით წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ბასმათის ბრინჯი, მარილი და კურკუმა. უწყვეტად ურიეთ, ტაფა გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბრინჯის თითოეული მარცვალი ზეთით არ დაიფარება. ტაფაში დააბრუნეთ ბოცვერის ნაჭრები და მოალაგეთ ბრინჯის ზემოდან. დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ მან მხოლოდ დაფაროს ბოცვერი. ამოურევლად დააფარეთ ტაფას თავსახური და ადუღეთ ერთად ყველაზე დაბალ ცეცხლზე, ბრინჯის მომზადებამდე და მასში წყლის სრულ შეწოვამდე (დაახლოებით დასჭირდება 30-40 წუთი).
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!