გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ბოცვერი ბერძნულად
ბოცვერი  ბერძნულად
ძირითადი კერძები

ბოცვერი ბერძნულად — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ამ რეცეპტით ბოცვერის უნაზესი და უგემრიელესი ხორცი გამოდის.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
570
კალორია
45
ცილა
38
ცხიმი
12
ნახ.
სულ 6 პორცია — 3420 კალორია · 270 ცილა · 228 ცხიმი · 72 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ბოცვერის ხორცი1200 გრამი
ხორბლის ფქვილი3 ს/კ
ხახვი2 ცალი
ნიორი2 კბილი
მზესუმზირის ზეთი100 მლ
პომიდორი5 ცალი
შავი (მომწიფებული) ზეთისხილი50 გრამი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ბოცვერი კარგად გარეცხეთ და დაჭერით ულუფებად. ნაჭრებს ყველა მხრიდან მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ ხორბლის ფქვილში და შეწვით მზესუმზირის ზეთში კარგად გახურებულ ტაფაზე, სანამ ყველა მხრიდან ოქროსფრად არ დაიბრაწება. დაბრაწული ბოცვრის ნაჭრები ტაფიდან გადაიტანეთ თეფშზე. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბებად. პომიდორს მოაცილეთ კანი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ.

2

იმ ტაფაში, სადაც ბოცვერი იწვებოდა, შეწვით ხახვი ოდნავ ოქროსფერი იერის მიღებამდე. დაამატეთ პომიდვრის პიურე და მაღალ ცეცხლზე სოუსი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ტომატისა და ხახვის სოუსში მოათავსეთ მანამდე შემწვარი ბოცვრის ნაჭრები. ასევე დაამატეთ ზეთისხილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კურკით, ისე უამისოდ, მთლიანი ან დაჭრილი).

3

ნიორი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და დაამატეთ სოუსს ბოცვერთან ერთად. ისევ მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავსახური და ადუღეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში (ამ დროის განმავლობაში ბოცვრის ნაჭრები რამდენჯერმე გადააბრუნეთ). ბოცვერი ბერძნულად მზადაა. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!