
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
პომიდორი და კიტრი დაჭერით ერთნაირ, მსხვილ კუბებად. ამ სალათისთვის წითელი ხახვია საჭირო, თუმცა თუ არ გაქვთ, აიღეთ ჩვეულებრივი ხახვი, წვრილად დაჭერით, მოათავსეთ მდუღარე წყალში 3 წუთით, სიმწარე რომ მოაშოროს და გადაწურეთ.
შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და ისევ გადაწურეთ. წითელი ხახვის შემთხვევაში ამის გაკეთება საჭირო არ არის. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ღრმა თეფშზე. გაფცქვენით ავოკადო, მოაშორეთ კურკა. ნაყოფის ნახევარი დაჭერით ლებნებად და დაუმატეთ დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
ხელით დაფშვენით ფეტა და ზეთისხილთან ერთად მოაბნიეთ სალათზე. მოასხით სალათს სოიოს სოუსი და მოაწურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და გადაურიეთ. ბერძნული სალათი ავოკადოთი მზად არის.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!