
ბატკნის მწვადი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ბატკნის ხორცი (უმჯობესია ე.წ. „კარეიკა“) დაჭერით პორციულ ნაჭრებად, თითო ნეკნი რომ თითო ნაჭერი იყოს. ხორცს მოაყარეთ ცოტაოდენი შავი პილპილი და ფრთხილად წამოაგეთ შამფურებზე. გაახურეთ მაყალი და შეწვის წინ უხვად მოაყარეთ ხორცს მარილი.
ნაკვერჩხლის ცეცხლი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, ბატკნის ხორცი სწრაფად იწვება, ამიტომ შამფურები ინტენსიურად ატრიალეთ. წვით დაახლოებით 10-12 წუთი. ხორცი გარედან უნდა დაიბრაწოს, შიგნიდან კი დარჩეს საოცრად წვნიანი. მირთმევამდე მოაწურეთ ბროწეულის წვენი, მოაყარეთ თხელ ალყად დაჭრილი წითელი ხახვი და რათქმაუნდა გემრიელი, თონეში გამომცხვარი ჯიგრული კახური შოთი არ დაგავიწყდეთ!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!