
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
აპოხტის ხორცი წინასწარ (სასურველია წინა ღამით) დაალბეთ თბილ წყალში, რომ ზედმეტი მარილი გამოვიდეს და დარბილდეს. შემდეგ ხორცი დანით ძალიან წვრილად დაჭერით. თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, წყალი და მოზილეთ ძალიან მაგარი, მკვრივი ცომი. დაასვენეთ 30 წუთი და შემდეგ გააბრტყელეთ თხელ ფენად (დაახლოებით 1.5-2 მმ) და დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად (აპოხტის ხინკალი ჩვეულებრივ ხინკალზე ბევრად პატარა, დაახლოებით ცერა თითის თავის ოდენა უნდა გამოგივიდეთ)
ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ აპოხტი,, მოუკარით თავი მესხური წესით, ოთხკუთხედი კონვერტის ფორმით.. ჩაყარეთ დიდ ქვაბში ადუღებულ, მსუბუქად დამარილებულ წყალში და ხარშეთ (ამოტივტივებიდან დაახლოებით 5-7 წუთი). შემდეგ ამოიღეთ ლანგარზე, უხვად მოასხით ერბოში შემწვარი ხახვი და სურვილის შემთხვევაში ნივრიანი მაწონი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!