გადასვლა მთავარ შინაარსზე
აჩმა
ცომეულიაჭარულივეგეტარიანული

აჩმა — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
აჩმა......ვერაფერს იტყვი....უნდა გასინჯო ჯერ..
150
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
744
კალორია
28
ცილა
42
ცხიმი
60
ნახ.
სულ 12 პორცია — 8928 კალორია · 336 ცილა · 504 ცხიმი · 720 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
ხორბლის ფქვილი უმაღლესი ხარისხის1000 გრამი
ქათმის კვერცხი5 ცალი
წყალი200 მლ
მარილი10 გრამი
ნაღების კარაქი 82.5%350 გრამი
ყველი იმერული500 გრამი
ყველი სულგუნი500 გრამი

მომზადება

1

თასში ჩანგლით ან სათქვეფით ინტენსიურად ათქვიფეთ კვერცხები, თბილი წყალი და მარილი, სანამ მარილი სრულად არ გაიხსნება და მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დიდ, ფართო სამუშაო მაგიდაზე გაცერით მთელი ფქვილი და ცენტრში გაუკეთეთ ორმო, რომელშიც ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხის ნაზავი და დაიწყეთ ნაპირებიდან ფქვილის შეზელვა. როდესაც სითხე მთლიანად შეიწოვება, დაიწყეთ ცომის ინტენსიური მოზელა ორივე ხელით. აჩმის ცომი უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი (პასტის ცომის მსგავსი) და სრულიად ერთგვაროვანი. ზილეთ მინიმუმ 12-15 წუთი, სანამ ცომის ზედაპირი პრიალა და გლუვი არ გახდება. ცომი დაყავით 8 ტოლ ნაწილად. აქედან 2 გუნდა (რომლებიც იქნება ძირისა და თავის ფენები) დანარჩენებზე დაახლოებით 20%-ით დიდი უნდა იყოს. თითოეულ გუნდას მიეცით სფეროს ფორმა, დაალაგეთ ფქვილიან დაფაზე, გადააფარეთ ნესტიანი ტილო და დაასვენეთ 30-40 წუთით (ეს აუცილებელია, რომ ცომი გაბრტყელებისას არ შეიკუმშოს).

2

დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი უხვად მარილით და გვერდით მოიმზადეთ მეორე დიდი ჭურჭელი ყინულიანი ცივი წყლით. პირველი (ყველაზე დიდი) უმი გუნდა გააბრტყელეთ ძალიან თხლად საცხობი ფორმის ზომაზე, ისე რომ ნაპირები ფორმიდან გადმოდიოდეს. ჩაფინეთ კარაქწასმულ ფორმაში უმად და მოასხით(წაუსვით) გამდნარი კარაქი. მომდევნო გუნდები სათითაოდ გააბრტყელეთ ძალიან თხლად და ფრთხილად ჩაუშვით მდუღარე წყალში ზუსტად 45 წამით, სპეციალური საცერით სასწრაფოდ ამოიღეთ და ჩაუშვით ცივ წყალში.

3

ცივი წყლიდან ამოღებული ფენები ხელისგულებით სათუთად გაწურეთ და ჩააფინეთ საცხობ ფორმაში ისე, რომ ტალღისებური ნაოჭები გაიკეთოს და მოასხით (წაუსვით) გამდნარი კარაქი. შემდეგ იგივე გაიმეორეთ მომდევნო ფენაზე. ყოველ მეორე მოხარშულ ცომის ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი (ანუ მე-3, მე-5 და მე-7 ფენას). ასე გაიმეორეთ ამ 3 ფენის შემთხვევაში. ბოლო (მე-8) დიდი ცომის გუნდა გააბრტყელეთ თხლად და მოუხარშავად გადააფარეთ დანარჩენ ფენებს ზემოდან. ნაპირები ქვედა ფენების ქვეშ ლამაზად შეუკეცეთ და ბასრი დანით დაჭერით სასურველ ნაჭრებდ, ზემოდან კი გადაასხით დარჩენილი ნაღების კარაქი. აცხვეთ 190 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერ, ხრაშუნა ფენად არ გადაიქცევა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!