გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / წითელი ოსპის კოტლეტები
წითელი ოსპის კოტლეტები
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

წითელი ოსპის კოტლეტები — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
წითელი ოსპის კოტლეტების მომზადება შეგიძლიათ არა მხოლოდ მარხვაში, არამედ ნებისმიერ სხვა დღესაც, რადგან ეს კერძი გემრიელი და სასარგებლოა.
45
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
180
კალორია
7
ცილა
7
ცხიმი
21
ნახ.
სულ 8 პორცია — 1440 კალორია · 56 ცილა · 56 ცხიმი · 168 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
წითელი ოსპი150 გრამი
ხახვი1 ცალი
სტაფილო1 ცალი
ნიორი2 კბილი
საფანელი100 გრამი
პური50 გრამი
ძირა0.25 გრამი
ოხრახუში10 გრამი
მზესუმზირის ზეთი50 მლ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ჩაყარეთ ოსპი საწურზე. რამდენჯერმე გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით. ქვაბში მიიყვანეთ ადუღებამდე 300 მლ წყალი. მოაყარეთ მარილი და ჩაყარეთ ოსპი. როდესაც წყალი თავიდან ადუღდება, გააჩერეთ 12 წუთი. ამის შემდეგ მზა ოსპი გადაწურეთ საწურზე. დატოვეთ გამოყენებამდე. ოსპი ოდნავ უნდა შეგრილდეს და თბილი გახდეს.

2

სანამ ოსპი იხარშება, მოამზადეთ კოტლეტის სხვა ინგრედიენტები. პურს ჩამოაჭერით ქერქი, რბილობს დაასხით ცივი სასმელი წყალი. დატოვეთ 10 წუთით, რომ პური გაფუვდეს. ხახვი დაჭერით პატარა კუბიკებად, ნიორი წვრილად დაკეპეთ. სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ სახეხზე. შეწვით ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

3

ოხრახუშის თხელი ყუნწები მოაცალეთ სქელ ღეროს და წვრილად დაკეპეთ. გაწურეთ პურის რბილობი. შეურიეთ იგი ყველა მომზადებულ ინგრედიენტს: ოსპს, შემწვარ ბოსტნეულს, მწვანილს. შეაზავეთ მარილით, პილპილით და ძირით. გულდასმით აურიეთ.

4

დადგით ცეცხლზე ტაფა, გააცხელეთ მასში ზეთი. ოსპის მასიდან მომზადებული პატარა კოტლეტები და მსუბუქად დააბრტყელეთ. თეფშზე დაყარეთ საფანელი. ამოავლეთ ოსპის კოტლეტები ყველა მხრიდან. საფანელის ზედმეტი ფენა ჩამოაბერტყეთ. ჩააწყვეთ კოტლეტები ტაფაზე ერთმანეთისგან მოშორებით. შეწვით საშუალო ცეცხლზე (ეს დაახლოებით 5 წუთს წაიღებს), შემდეგ გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!