
თეთრი ლობიო — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
თეთრი ლობიო წინასწარ ჩაალბეთ წყალში მთელი ღამით. შემდეგ გადარეცხეთ და მოხარშეთ დაფნის ფოთოლთან ერთად 1.5 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც წყალი გადაწურეთ. ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ხოლო სტაფილო წვრილ ზოლებად.
გაცხელებულ ზეთში შეწვით ხახვი და სტაფილო 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ წითელი ბულგარული წიწაკა, ტომატის პასტა და სუნელები და შუშეთ კიდევ 5 წუთი. ნიგოზი დანაყეთ და დაუმატეთ მოშუშულ ბოსტნეულს. მოხარშული ლობიო ოდნავ გასრისეთ და შეურიეთ ბოსტნეულის მასას, რეჰანი, ქონდარი, ქინძსა და დაკეპილ ნიორს. კერძი შუშეთ 3–4 წუთის განმავლობაში. კერძი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!