გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / სიბასის ფილე თეთრი ნაღების სოუსით
სიბასის ფილე თეთრი ნაღების სოუსით
ძირითადი კერძებივეგეტარიანული

სიბასის ფილე თეთრი ნაღების სოუსით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
მოამზადეთ სიბასის ფილე ნაღების სოუსით და გვერწმუნეთ, თქვენი ახლობლები აუცილებლად დააფასებენ თქვენ მიერ მომზადებული კერძის დახვეწილ გემოს.
45
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
469
კალორია
45
ცილა
32
ცხიმი
5
ნახ.
სულ 4 პორცია — 1876 კალორია · 180 ცილა · 128 ცხიმი · 20 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
სიბასის ფილე600 გრამი
თევზის ბულიონი500 მლ
ბეგქონდარა მშრალი5 გრამი
ლიმონი1 ცალი
ხახვი1 ცალი
ოხრახუში10 გრამი
ქათმის კვერცხი3 ცალი
ნაღების კარაქი 82.5%100 გრამი
ტარხუნა10 გრამი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

სიბასის ფილე გარეცხეთ და კარგად შეამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით. წაუსვით ზეთი საცხობ ლანგარს და თანაბრად გაანაწილეთ მასზე წვრილად დაჭრილი ხახვი. ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, თითოეული ნაჭერი გადაახვიეთ რულეტად და მოათავსეთ ლანგარზე. ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ ბექონდარა. საცხობ ლანგარში დაასხით თევზის ბულიონი და ზემოდან მჭიდროდ დააფარეთ საცხობი ქაღალდი ან ფოლგა. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

2

გამოიღეთ თევზი ღუმელიდან, გადაწურეთ ბულიონი პატარა ქვაბში (სოუსისთვის დაგჭირდებათ), ხოლო თევზი გადადგით თბილ ადგილას. (თბილ ადგილად სრულიად გამოდგება ღუმელი, სადაც მანამდე თევზი მზადდებოდა, უბრალოდ მჭიდროდ დააფარეთ ფოლგა, რომ არ გამოშრეს.

3

თეთრი ნაღების სოუსი საჭირო ინგრედიენტები: 3 კვერცხის გული, 500 მლ გადაწურული თევზის ბულიონი, 100 გრამი დარბილებული კარაქი, წვრილად დაჭრილი ახალი ოხრახუში და ტარხუნა.

4

აადუღეთ გადაწურული ბულიონი და ადუღეთ მანამდე, სანამ მისი მოცულობა 1/2 ჭიქამდე არ შემცირდება. მიწვის საწინააღმდეგო საფარის მქონე ღრმა ტაფაში მოათავსეთ კვერცხის გულები და მუდმივი მორევით, თხელი ნაკადით ჩაასხით ბულიონი. მიიყვანეთ მიღებული სოუსი ადუღებამდე და დაუყოვნებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. გააცივეთ, ათქვიფეთ დარბილებულ კარაქთან ერთად და დაამატეთ ოხრახუში და ტარხუნა. გადაიტანეთ თევზი შემთბარ თეფშებზე და მოასხით სოუსი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!