გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / შამპინიონისა და კარტოფილის რაგუ
შამპინიონისა და კარტოფილის რაგუ
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

შამპინიონისა და კარტოფილის რაგუ — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
შამპინიონისა და კარტოფილის რაგუ საუკეთესოა ცივ სეზონზე მოსამზადებლად.
45
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
267
კალორია
9
ცილა
7
ცხიმი
39
ნახ.
სულ 4 პორცია — 1068 კალორია · 36 ცილა · 28 ცხიმი · 156 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
ქამასოკო (შამპინიონი)600 გრამი
კარტოფილი8 ცალი
ხახვი მწვანე1 კონა
ნიორი4 კბილი
ნაღების კარაქი 82.5%30 გრამი
პაპრიკა ტკბილი დაფქულიგემოვნებით
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

გათალეთ კარტოფილი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. გარეცხეთ ცივ წყალში და შეაშრეთ. გარეცხეთ შამპინიონები (თუმცა უმჯობესია არ გარეცხოთ, არამედ ხელსახოცით გაწმინდოთ). სოკოს მოაჭერით ფეხების მაგარი ნაწილი. თავად ფეხები „ამოტეხეთ“ ქუდებიდან და დაჭერით თხელ რგოლებად. ქუდები ვერტიკალურად გაჭერით 6 სექტორად.

2

დაყლიტეთ ნიორი. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ცალ-ცალკე — თეთრი და მწვანე ნაწილები. დიდ სქელძირიან ტაფაში გააცხელეთ კარაქი, ჩაყარეთ მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი და კარტოფილი. შეწვით ძლიერ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ, 7–8 წუთის განმავლობაში.

3

კარტოფილს დაამატეთ სოკო, მოაყარეთ მარილი, დააფარეთ თავსახური, შეამცირეთ ცეცხლი საშუალომდე. აცადეთ დაახლოებით 5 წუთი — ამ დროის განმავლობაში სოკომ წვენი უნდა გამოუშას. დაუმატეთ პაპრიკა და პილპილი, მოურიეთ. შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე, თუშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 10 წუთი. დაამატეთ მწვანე ხახვი და ნიორი, დაუმატეთ კიდევ ცოტა კარაქი, მოურიეთ და თავსახურის ქვეშ მიიყვანეთ სრულ მზადყოფნამდე.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!