
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
სამარხვო გალეტისთვის კარტოფილი გაასუფთავეთ კანიდან და გახეხეთ თხელ, ფაქტობრივად გამჭვირვალე ნაჭრებად. ჩართეთ ღუმელი გასაცხელებლად. დააყენეთ რეჟიმი „ზემოთ-ქვემოთ“, მიუთითეთ მაქსიმალური ტემპერატურა 200 °C— გალეტის გამოცხობის დასაწყისისთვის ღუმელი ძალიან კარგად უნდა იყოს გახურებული.
მრგვალი საცხობი ფორმა შეზეთეთ ზეითუნის ზეთით. წრეზე, ფორმაში ოდნავ გადაფარებით დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები. ზემოდან დაადეთ კარტოფილის მეორე ფენა. დააყარეთ მარილი, პილპილი და ერთი მწიკვი პროვანსული სანალებელი.
საკონდიტრო ფუნჯის დახმარებით კარტოფილი შეზეთეთ რაფინირებული ზეითუნის ზეთით. ზემოდან დააწყვეთ კარტოფილის კიდევ ერთი ფენა, ხოლო მათ — კიდევ ერთი. ისევ ოდნავ მოაყარეთ მარილი (ფრთხილად, კარტოფილის ნაჭრები ძალიან თხელია და მათი გადამარილება ადვილია), მოაყარეთ პილპილი და პროვანსული სანალებელი.
შეავსეთ საცხობი ფორმა კარტოფილის ნაჭრებით სანამ ისინი არ გათავდება. არ დაგავიწყდეთ მარილით, პილპილით და სანელებლით გაწყობა, ასევე ყოველი მეორე ფენის ზეითუნის ზეთით შეზეთვა.
გალეტის ზედაპირი უხვად შეზეთეთ ზეითუნის ზეთით, რის შემდეგაც დააფარეთ ფოლგის ფურცელი და შედგით ღუმელში. აცხეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხსენით ფოლგა, შეამცირეთ ტემპერატურა 180°C-მდე და განაგრძეთ მომზადება კარტოფილის დარბილებამდე და ზედაპირზე ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!