გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / სამარხვო კარტოფილი შამპინიონებით ღუმელში
სამარხვო კარტოფილი შამპინიონებით ღუმელში
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

სამარხვო კარტოფილი შამპინიონებით ღუმელში — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო კარტოფილი შამპინიონებით ღუმელში არის მარტივი, ნოყიერი და არომატული კერძი, რომელიც იდეალურია მარხვის პერიოდისთვის ან ვეგანური მენიუსთვის.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
229
კალორია
6
ცილა
8
ცხიმი
32
ნახ.
სულ 6 პორცია — 1374 კალორია · 36 ცილა · 48 ცხიმი · 192 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
კარტოფილი1 კგ
ქამასოკო (შამპინიონი)400 გრამი
ხახვი2 ცალი
ნიორი2 კბილი
მზესუმზირის ზეთი3 ს/კ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

კარტოფილს გააცალეთ კანი, დაჭერით თხელ რგოლებად. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით კარტოფილს ცხელი წყალი. შეაზავეთ მცირე რაოდენობით მარილით და დადგით ქურაზე. ადუღების შემდეგ ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ცხელი წყალი.

2

ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით რგოლებად ან ნახევარრგოლებად. შეწვით მცენარეულ ზეთში ოქროსფერამდე. გაასუფთავეთ შამპინიონები და დაჭერით ნაჭრებად. დაამატეთ სოკო ხახვს. შეწვით მორევით, დაბალ ცეცხლზე 7 წუთის განმავლობაში.

3

გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიორი. დაამატეთ ხახვიან სოკოს. ჩაასხით ცოტა წყალი (ნახევარი ჭიქა ან ცოტა მეტი). მოაყარეთ მარილი და პილპილი. თუშეთ 5 წუთი საშუალოზე ძლიერ ცეცხლზე.

4

გადმოდგით სოკო და ხახვი ცეცხლიდან. დაამატეთ სამარხვო მაიონეზი, აურიეთ. საცხობ ფორმაში ფენებად ჩააწყვეთ კარტოფილი და სოკო ხახვთან ერთად სოუსში. აცხეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში 180°C ტემპერატურაზე.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!