გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / სამარხვო კარტოფილი
სამარხვო კარტოფილი
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

სამარხვო კარტოფილი — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო კარტოფილი ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია
30
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
325
კალორია
7
ცილა
12
ცხიმი
46
ნახ.
სულ 4 პორცია — 1300 კალორია · 28 ცილა · 48 ცხიმი · 184 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
სტაფილო1 ცალი
ხახვი1 ცალი
კარტოფილი1 კგ
ნიორი3 კბილი
შავი პილპილის მარცვალი3 გრამი
დაფნის ფოთოლი1 ცალი
ოხრახუში1 კონა
მზესუმზირის ზეთი3 ს/კ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად ან ნახევარრგოლებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დაჭერით თხელ ჩხირებად ბასრი დანით (მეორე შემთხვევაში სტაფილო უფრო წვნიანი დარჩება, ამიტომ ღირს ამისთვის დროის დათმობა). კარტოფილი დაჭერით დიდ კუბიკებად და ჩაყარეთ ჯამში. დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გადაიტანეთ ცალკე დიდ ჭურჭელში.

2

დიდ ტაფაზე კარგად გააცხელეთ მცენარეული ზეთი. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და, მუდმივი მორევით, შეწვით გამჭვირვალობამდე დაბალ ან საშუალო ცეცხლზე. ხახვს დაუმატეთ მომზადებული სტაფილო. შეწვით მორევით, დარბილებამდე საშუალო ცეცხლზე. ხახვსა და სტაფილოს დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. კვლავ აურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

3

დაასხით ბოსტნეულს მდუღარე წყალი ისე, რომ კარტოფილი ოდნავ დაიფაროს. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. ოხრახუში წვრილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ, დაჭყლიტეთ და შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი.

4

ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან. დაამატეთ წინასწარ მომზადებული ოხრახუში და ნიორი. კოვზით აურიეთ და დატოვეთ 10 წუთით თავდახურული. კიდევ ერთხელ აურიეთ კარტოფილი ბოსტნეულთან ერთად. სამარხვო კარტოფილი შეგიძლიათ გააფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!