გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / სამარხვო ბოსტნეული კარტოფილი ფრით
სამარხვო ბოსტნეული კარტოფილი ფრით
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

სამარხვო ბოსტნეული კარტოფილი ფრით — რეცეპტი

ავტორი:მერის კულინარია
სამარხვო ჟარკოე კარტოფილი ფრით გამოდის კაშკაშა, ნოყიერი და ძალიან გემრიელი.
45
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
306
კალორია
7
ცილა
12
ცხიმი
42
ნახ.
სულ 4 პორცია — 1224 კალორია · 28 ცილა · 48 ცხიმი · 168 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
ბადრიჯანი1 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა2 ცალი
ხახვი1 ცალი
ქამასოკო (შამპინიონი)100 გრამი
მზესუმზირის ზეთი50 მლ
ტომატის სოუსი100 მლ
დაკონსერვებული ლობიო100 გრამი
კარტოფილი700 გრამი
ოხრახუში10 გრამი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად. წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გული, რბილობი დაჭერით კუბიკებად. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარრგოლებად. შამპინიონები გარეცხეთ, გაჭერით ოთხ ნაწილად.

2

ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, შეწვით ბადრიჯანი, წიწაკა და ხახვი 4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შამპინიონები, შეწვით ძლიერ ცეცხლზე, მორევით, კიდევ 4 წუთი. ჩაასხით ტომატის სოუსი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, შეამცირეთ ცეცხლი, დააფარეთ თავსახური. თუშეთ ბოსტნეული 10 წუთი. დაამატეთ ლობიო წვენთან ერთად. აურიეთ და თუშეთ 5 წუთი.

3

კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭერით სიგრძეზე (ფრის ფორმებად). გააცხელეთ ღუმელი 220°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დაასხის ცოტაოდენი ზეთი და დაყარეთ მომზადებული კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთი, სანამ კარტოფილი ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. კერძის ცენტრში მოათავსეთ მოთუშული ბოსტნეული, გვერდებზე კი – კარტოფილი. შემწვარ კერძს (ჟარკოეს) მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!