გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ხემსი / ნიგვზიანი ბადრიჯანი
ნიგვზიანი ბადრიჯანი
ხემსისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ნიგვზიანი ბადრიჯანი — რეცეპტი

ავტორი:შეფ გურმანი
ფხალეული ხემსის მეფე - ნიგვზიანი ბადრიჯანი!
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
488
კალორია
10
ცილა
41
ცხიმი
20
ნახ.
სულ 6 პორცია — 2928 კალორია · 60 ცილა · 246 ცხიმი · 120 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ბადრიჯანი1000 გრამი
ნიგოზი250 გრამი
ნიორი5 კბილი
ქინძი დაფქული1 ჩ/კ
უცხო სუნელი1 ჩ/კ
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)0.5 ჩ/კ
ღვინის ძმარი3 ს/კ
მარილიგემოვნებით
წითელი წიწაკა დაფქულიგემოვნებით
მზესუმზირის ზეთი100 მლ
ბროწეული1 ცალი

მომზადება

1

ბადრიჯანი დაჭერით გრძივად 0.5 სმ სისქის თანაბარ ფირფიტებად. მოაყარეთ მსხვილი მარილი და გააჩერეთ დახრილ ზედაპირზე 20 წუთი, რათა სიმწარე და სოლანინი გამოვიდეს. შემდეგ თითოეული ფირფიტა ხელით ნაზად გამოწურეთ და ქაღალდით გაამშრალეთ. ტაფაზე გაახურეთ ზეთი. ბადრიჯანი ორივე მხრიდან შეწვით საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ-ყავისფრამდე. კატეგორიულად მოერიდეთ გამოშრობას — ბადრიჯანი ელასტიური უნდა დარჩეს. მზა ფირფიტები ფენებად დაალაგეთ ხელსახოცზე ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.

2

მოამზადეთ-საკმაზი: ნიგოზი, ნიორი და მშრალი სუნელები ხორცსაკეპ მანქანაში წვრილი ბადით ორჯერ გაატარეთ (ან ქვის ან ხის სანაყში დანაყეთ, სანამ ზეთი არ გამოვა). დაუმატეთ ძმარი, მარილი, წიწაკა და პატარა პორციებით დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. ხელით ინტენსიურად მოზილეთ მასა, სანამ არ მიიღებთ პასტისებრ, გლუვ სტრუქტურას.

3

ბადრიჯნის თითოეულ ფირფიტას ცალ მხარეს თანაბარ ფენად წაუსვით ნიგვზის პასტა, ფრთხილად გადაკეცეთ ორად ან გადაახვიეთ რულეტისებურად. მოათავსეთ ლანგარზე და ზემოდან ბროწეულის მარცვლებით მორთეთ. ნიგვზიანი ბადრიჯანი მზადაა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ჯონჯოლი ხახვითა და ზეთით
ჯონჯოლი ხახვითა და ზეთით
ჯონჯოლი ხახვითა და ზეთით ტრადიციული ქართული ცივი კერძია (მისაყოლებელი), რომელიც გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი მჟავე, პიკანტური გემოთი.
კომბოსტოს ფხალი ნიგვზით
კომბოსტოს ფხალი ნიგვზით
კერძი გამოირჩევა ნაზი სტრუქტურით, ნიგვზიანი არომატითა და პიკანტური, ზომიერად ცხარე გემოთი.
ნიგვზიანი ბადრიჯანი და წიწაკა
ნიგვზიანი ბადრიჯანი და წიწაკა
გამომცხვარი და შემწვარი ბოსტნეული ნიგვზისა და მწვანილის ორიგინალური გულსართით.
წითელი ჭარხლის ფხალი
წითელი ჭარხლის ფხალი
წითელი ჭარხლის ფხალი ქართული სამზარეულოს გამორჩეული, ტრადიციული ცივი კერძია, რომელიც გამოირჩევა როგორც სასარგებლო თვისებებით.
ფუჩხოლია
ფუჩხოლია
ფუჩხოლია არის ტრადიციული მეგრული კერძი, რომლის სახელწოდებაც მეგრულიდან თარგმანში „დაფშვნილს“ ან „დაქუცმაცებულს“ ნიშნავს.
გებჟალია
გებჟალია
გებჟალია არის ტრადიციული, საოცრად ნაზი და არომატული მეგრული კერძი, რომელიც ნამდვილი ნეტარებაა ყველის მოყვარულთათვის.
ეკალას ფხალი
ეკალას ფხალი
ალბათ გენიოსი იყო ის, ვინც ეკლისგან ფხალი მოამზადა პირველად....ეჰ შიმშილს და გაჭირვებას რა ვუთხარი....
კარტოფილის და ფქვილის ბურთულები
კარტოფილის და ფქვილის ბურთულები
კარტოფილის ბალიშბი:უგემრიელესი ხრაშუნა ბურთულები რომელიც იდეალურია ოჯახის ყველა წევრისათვის

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!