
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ლობიო წინასწარ რამდენიმე საათით ჩაალბეთ ცივ წყალში. ჩამბალი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ რაჭული ლორის მთლიანი ნაჭერ(ებ)ი, დაფნის ფოთლები, დაასხით წყალი და ხარშეთ ერთად სრულ დარბილებამდე.
სანამ ლობიო და ლორი იხარშება, წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, სუნელები და წიწაკა და შუშეთ 2 წუთი რომ გემოები და არომატი კარგად გაიხსნას. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
როდესაც ლობიო და ლორი მოიხარშება, ლორი ამოიღეთ, მოაცილეთ კანი/ძვალი (თუ აქვს) და ხორცი წვრილად დაჭერით. ცხელი ლობიო პირდაპირ ქვაბში ამოლესეთ, გადაიტანეთ თიხის ქოთანში (ან მცირე ზომის ქოთნებში), დაუმატეთ დაჭრილი ლორი, დაჭრილი მწვანილი, სუნელებთან ერთად მოშუშული ხახვი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. სუფრასთან მიტანისას ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!