
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
კარტოფილი და სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით თანაბარ კუბიკებად. ყაბაყი გარეცხეთ, შეაშრეთ და დაჭერით კუბიკებად. სასურველია, რომ ზომით ისინი კარტოფილისა და სტაფილოს მსგავსი იყოს.
ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. ნივრის კბილებიც გაასუფთავეთ და დაყლიტეთ. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი და შეწვით ხახვი ნიორთან ერთად 1-2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სტაფილო და შუშეთ მორევით კიდევ 5-7 წუთი. ტაფაში, ბოსტნეულთან ერთად, დაუმატეთ კარტოფილი და ყაბაყი, დააფარეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.
კომბოსტო წვრილად დაჭერით, გადაიტანეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი. ხელით მსუბუქად დაჭყლიტეთ, რომ წვენი გამოუშვას. გადაიტანეთ ტაფაზე ბოსტნეულთან ერთად, მოურიეთ, ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და თუშეთ ბოსტნეულის მოხარშვამდე. პომიდორს გაუკეთეთ ჯვარედინი ჭრილები, ჩადეთ მდუღარე წყალში 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ცივ წყალში. მოაცალეთ კანი. პომიდორი დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ტაფაში. შეაზავეთ მარილით, პილპილით და ორეგანოთი, მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და თუშეთ კიდევ 15-20 წუთი დარბილებამდე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!