
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
პიტნის ფოთლები, მწვანე წიწაკა, ნიორი და მარილი ერთად ძალიან წვრილად დანაყეთ ან დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მწვანე გულსართს. დიდ ქვაბში ჩაასხით რძე (ან წყალი), მიიყვანეთ 70-80 გრადუსამდე (არ აადუღოთ). ჭყინტი სულგუნი (ან იმერული) დაჭერით სქელ ნაჭრებად და ჩაუშვით ცხელ რძეში. ხის ჩოგნით დაიწყეთ ყველის ერთ მიმართულებით ზელა პირდაპირ ქვაბში, სანამ ყველი არ დაიწყებს დნობას და ერთიან, ელასტიურ მასად შეკვრას. მოზელილი ცხელი ყველის მასა ფრთხილად ამოიღეთ სველ სამუშაო დაფაზე და ხელით სწრაფად გააბრტყელეთ მართკუთხა ფირფიტად (დაახლოებით 0.5 სმ სისქის). ყველის ზედაპირზე თანაბრად გადაუსვით მომზადებული პიტნის გულსართის ნაწილი და მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტისებურად. შემდეგ კი დანით დაჭერით 3-4სმ სიგანის ნაჭრებად. დარჩენილი პიტნის მასა შეურიეთ ნადუღს და იმ თბილ რძეს, რომელშიც ყველი იზილებოდა, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, თხელი სოუსი. ჩაალაგეთ მასში გებჟალიას ნაჭრები და მიართვით გრილი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!