
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
მოამზადეთ სოუსი: ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ტერიაკის სოუსი, შაქარი, ლიმონის წვენი და დანაყილი ნიორი. ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად, მოაყარეთ პაპრიკა, პილპილი. მოასხით სოუსი და აურიეთ.
ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსამდე, საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და კომბოსტოს ყვავილედები თანაბრად გადაანაწილეთ მასზე. შედგით ღუმელში 15 წუთით. ბოლოს შეგიძლიათ ჩართოთ ცხელი დაბერვა (კონვექცია). ამასობაში ტაფაზე მოხალეთ გოგრის თესლი. როდესაც კომბოსტო მომზადდება, გამოიღეთ ღუმელიდან. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ გოგრის თესლი და გააფორმეთ მწვანილით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!