
გამომცხვარი კარტოფილი სოკოთი და ყველით — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
სოკო დაჭერით სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად და შეწვით ზეთში გავარვარებულ ტაფაზე. დაამატეთ არაჟანი, ბაზილიკი, სანელებლები, მოაყარეთ მარილი, პილპილი. დაამატეთ წყალი და გადაურიეთ. გააგრძელეთ მოშუშვა ნელ ცეცხლზე. ამასობაში გახეხეთ ყველი სახეხზე და დაამატეთ სოკოს ნარევს. კარგად აურიეთ.
კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ რგოლებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ძალიან თხლად, ალყა-ალყა. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. მონაცვლეობით ჩაალაგეთ კარტოფილი და ხახვი, მოაყარეთ მარილი. კოვზის დახმარებით ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ არაჟნისა და სოკოს ნარევი. დააფარეთ ფოლგა და შედგით გამოსაცხობად ღუმელში 40 წუთით, 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ მოხსენით ფოლგა და დატოვეთ ღუმელში გამოსაცხობად კიდევ 15 წუთი. კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!