
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ღერღილი მოათავსეთ დიდ თასში, დაასხით ცივი წყალი და ხელით გარეცხეთ. წყალი გადაღვარეთ ზედაპირზე ამოტივტივებულ ჩენჩოსთანნ ერთად. ეს პროცედურა გაიმეორეთ 5-7-ჯერ, სანამ წყალი აბსოლუტურად გამჭვირვალე არ გახდება. შემდგომ ღერღილი ჩაყარეთ თუჯის ან სქელძირიან ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე. ადუღებისთანავე დაუწიეთ ტემპერატურას მინიმუმამდედა ხარშეთ, სანამ წყალს მთლიანად არ შეიშრობს.
აიღეთ ხის ჩოგანი. ქვაბში ნელნელა ჩაამატეთ სიმინდის ფქვილი და თან ჩოგნით ტალღოვანი მოძრაობებით ზილეთ, რათა ფქვილი სრულად გაიხსნას და კოშტები არ წარმოიქმნას. როდესაც ღომი სრულად ჩაიხარშება, ფქვილი შეიკვრება და ქვაბი ორთქლზე დგომას დაასრულებს, ცეცხლს მინიმუმამდე დაუკელით.
სულგუნი დაჭერით 0.5 სმ სისქის გრძელ ფირფიტებად. კატეგორიულად დაუშვებელია ყვლის გახეხვა, რადგან მან ბოჭკოვანი სტრუქტურა უნდა შეინარჩუნოს. ცხელ ღომში ეტაპობრივად ჩაყარეთ სულგუნის ფირფიტები. აიღეთ ხისჩოგანი და დაიწყეთ მასის ენერგიული, წრიული და ქვემოდან ზემოთ ამომტრიალებელი ზელა მხოლოდ ერთი მიმართულებით. ზილეთ შეუჩერებლად 10-15 წუთის განმავლობაში. ყველი სრულად უნდა დნებოდეს სიმინდის მასის ტემპერატურის ხარჯზე. ელარჯი მზადაა, როდესაც ჩოგნის აწევისას მასა ქვაბიდან 1 მეტრის სიმაღლეზე უწყვეტ, აბრეშუმისებრ ზოლად იწელება.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!