გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / რეცეპტები / ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო — რეცეპტები

ქართული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში: ყველა კუთხეს თავისი გემო და თავისი საიდუმლო აქვს. მეგრულ და აჭარულ ხაჭაპურს, კახურ მწვადსა და იმერულ ფხალეულს, სვანურ კუბდარსა და რაჭულ ლობიანს ერთი რამ აერთიანებს — სუფრა, რომელსაც ოჯახი და მეგობრები უსხედან.

ამ გვერდზე თავმოყრილია ქართული კერძების რეცეპტები, რომლებიც ჩვენმა ავტორებმა გაგვიზიარეს: ყოველდღიური სადილიდან დღესასწაულის სუფრამდე. თითოეულ რეცეპტს აქვს ინგრედიენტების ზუსტი სია, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, მომზადების დრო და კალორიულობა ულუფაზე. ულუფების რაოდენობის შეცვლისას ინგრედიენტები ავტომატურად გადაითვლება, საჭირო პროდუქტებს კი საყიდლების სიაში დაამატებთ.

თუ არ იცით, რით დაიწყოთ, მოძებნეთ კუთხის მიხედვით — სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, აჭარა თუ სვანეთი — ან ისარგებლეთ ფილტრებით: კერძის ტიპი, მომზადების დრო, სამარხვო. ხოლო თუ მაცივარში რაღაც უკვე გაქვთ, განყოფილება „რა მოვამზადო?" შემოგთავაზებთ რეცეპტს სწორედ იმ ინგრედიენტებით.

გაქვთ საკუთარი, ოჯახში თაობიდან თაობას გადაცემული რეცეპტი? დაამატეთ ის chefy.ge-ზე და გაუზიარეთ სხვებს.

ქართული
კვების ტიპი:
დალაგება:
გვერდზე:
გვერდი 1 / 5