
ინგრედიენტები
40 პორციამომზადება
ტყემალი გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით სულ ცოტა წყალი (1 ჭიქა) და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კანი და რბილობი არ მოცილდება კურკას. მოხარშული მასა გადმოიღეთ საწურზე და კოვზით ან ხელით (გირჩევთ ჩაიცვათ რეზინის ხელთათმანი) კარგად გახეხეთ, რომ კურკა და კანი საწურზე დარჩეს, ხოლო სუფთა პიურე ქვემოთ ჭურჭელში ჩავიდეს. ნახარში სითხე კი არ გადააქციოთ. მწვანილები (ქინძი, კამა, ომბალო), ნიორი და მწვანე წიწაკა ერთად დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. გახეხილი ტყემლის მასას შეურიეთ მწვანე საკაზმი, მარილი, შაქარი (სურვილისამებრ) და თუ საწებელი ზედმეტად სქელი მოგეჩვენებათ, დაუმატეთ გადანახული ტყემლის ნახარში წყალი. მიღებული საწებელი შეგიძლიათ ჩაასხათ სასურველ ჭურჭელში და შეინახოთ მაცივარში, ხოლო თუ საზამთროდ დააპირებთ შენახვას, მაშინ ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი და შემდეგ ჩაასხით სტერილიზებულ ბოთლებში.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!