
ინგრედიენტები
12 პორციაალუბალი1 კგ
ნიორი3 კბილი
ქინძი1 კონა
უცხო სუნელი0.5 ჩ/კ
ხმელი ქინძი0.5 ჩ/კ
წითელი ცხარე წიწაკა1 ცალი
შაქარი2 ჩ/კ
მარილიგემოვნებით
მომზადება
1
კურკაგაცლილი ალუბალი მოათავსეთ ქვაბში, ხელით ან ბლენდერით მსუბუქად დაჭყლიტეთ (მაგრამ არა სრულ პიურედ, არამედ ისე, რომ პატარა ნაჭრები დარჩეს). დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი, სანამ არ შესქელდება და წვენი არ განახევრდება. ნიორი, ახალი ქინძი და წიწაკა ერთად დანაყეთ ან დააბლენდერეთ. ალუბლის მასას დაუმატეთ დანაყილი მწვანილი, ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელები, შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 3-5 წუთი, დაბალ ცეცხლზე და გადმოდგით. ეს სოუსი იდეალურად მიესადაგება შემწვარ ძროხის ნეკნებს, გოჭის ხორცსა და ფრინველის ხორცს.
შეაფასე ეს რეცეპტი
გაზიარება
მსგავსი რეცეპტები

სოუსი ცეზარი
ცეზარის სოუსი არის კლასიკური, მდიდარი და პიკანტური, რომელიც ცეზარ სალათის მთავარი კომპონენტია.

სოუსი პესტო
ტრადიციული იტალიური სოუსი, რომელიც ქალაქ გენუიდან არის წარმოშობით. მას აქვს მკვეთრი მწვანე ფერი, ნოყიერი ტექსტურა და ინტენსიური, არომატული გემო.

ნიგვზიანი საკმაზი სალათისათვის
ნოყიერი და არომატული სოუსი. მას ძირითადად იყენებენ მოხარშული ან შემწვარი ბოსტნეულის მოსამზადებლად.

ფრანგული ნივრის სოუსი აიოლი
აფრანგეთის სამხრეთით აიოლის სოუსს თევზთან ან ხორცთან ერთად მიირთმევენ. თუმცა ის ასევე ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათს.

გუაკამოლის სოუსი
მთავარი ინგრედიენტია მწიფე ავოკადო. მას აქვს კრემისებრი ტექსტურა, ოდნავ მომჟავო გემო.

თაფლის ბარბექიუ სოუსი
მოამზადეთ ბარბექიუს სოუსი საკუთარი ხელით და მაღაზიაში ამ სოუსის საყიდლად აღარასოდეს წახვალთ.

წითელი მოცვის სოუსი ხორცისთვის
წითელი მოცვის სოუსი განსხვავებულ გემოსა და ელფერს შესძენს თქვენს ხორცის კერძებს.

ნივრის თეთრი სოუსი
ნივრის თეთრი სოუსი არის ნაღების, მაიონეზის ან იოგურტის ბაზაზე დამზადებული კრემოვანი და არომატული საკაზმი.
კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!