
ინგრედიენტები
48 პორციამომზადება
წიწაკა კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწები და თუ ნაკლებად ცხარე აჯიკა გსურთ, ფრთხილად გამოაცალეთ თესლი. წიწაკა და გარჩეული ნიორი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ძალიან წვრილ ბადეზე 2-3-ჯერ, სანამ სრულიად პასტისებრ მასას არ მიიღებთ. ნედლი ქინძის და ხმელი ქინძის თესლი და სუნელები წინასწარ კარგად დანაყეთ და დაუმატეთ წიწაკის მასას. დაუმატეთ მსხვილი მარილი და კარგად მოზილეთ მასა. აჯიკა დატოვეთ ფართო ჭურჭელში 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, დღეში ორჯერ აურიეთ, რათა ზედმეტი სითხე აორთქლდეს და მარილი სრულად გახსნას. შემდეგ გადაიტანეთ მშრალ ქილებში.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!