
ხორციანი ბლინები — რეცეპტი
ინგრედიენტები
30 პორციამომზადება
თასში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი, დაასხით რძე და წყალი. ნელ-ნელა დააყარეთ გაცრილი ფქვილი და ხელის სათქვეფით მოამზადეთ თხელი, ერთგვაროვანი ცომი. ბოლოს დაუმატეთ ზეთი, ისევ ათქვიფეთ და გააჩერეთ ცომი 15 წუთით.
ძროხის ხორცი გარეცხეთ, მოხარშეთ, გააცივეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი ოდნავ მოშუშეთ ცხიმში, დაუმატეთ გატარებული ხორცი, მარილი, პილპილი და 3-4 სუფრის კოვზი ხორცის ბულიონი, რომ გულსართი წვნიანი დარჩეს. შუშეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
კარგად გახურებულ, ოდნავ ცხიმწასმულ ტაფაზე პატარა ჩამჩით დაასხით ცომი, ტაფა დაატრიალეთ, რომ თხევადი მასა თანაბრად განაწილდეს. გამოაცხვეთ თხელი ბლინები მხოლოდ ცალი მხრიდან, სანამ ზედაპირი არ გაშრება და გადმოიღეთ დაფაზე.
ბლინის გამომცხვარ მხარეს ცენტრში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ხორცის გულსართი და გადაახვიეთ მჭიდრო, ლამაზ კონვერტისებრ რულეტად. ბლინები შეწვით ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან ოქროსფერ ქერქამდე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!