
ფრიტატა ფეტათი, მოშუშული ჩერი პომიდვრითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი: ბულგარული წიწაკა და ფეტა ყველი დაჭერით კუბებად, ბროკოლი დაშალეთ მცირე ყვავილედებად, ჩერის პომიდორები გაჭერით შუაზე. ოხრახუში, ნიორი და ხახვი დაჭერით წვრილად. ჯამში ჩატეხეთ კვერცხი და ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ტაფაზე გაახურეთ ზეითუნის ზეთი და კარაქი მასში მოშუშეთ ხახვი და ნიორი.
დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული და შუშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დაამატეთ ოხრახუში. მოასხით კვერცხიანი ნარევის ნახევარი. როგორც კი ძირში შეშრობას დაიწყებს, მოაყარეთ ფეტა ყველი და მოასხით კვერცხის დარჩენილი ნაზავი. როდესაც ფრიტატა ნაპირებში შეიკვრება, ხოლო ცენტრში ისევ თხევადი იქნება, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით დაახლოებით 200 °C ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. ფრიტატა მზადაა. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!